რაგბი

14:49 | 23.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ჯიქი 10:23 არესი

ქუთაისის ‘არესმა’ გორში ‘ჯიქს’ 23:10 აჯობა და მოწინავე სამეულში შესვლის შანსი შეინარჩუნა.

სტუმრები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას, მაგრამ გამარჯვების დაბევება მხოლოდ უკანასკნელ წუთზე მოახერხა.

ქუთაისელებს უპირატესობა ჰქონდათ ძალისმიერ თამაშში მე-3 წუთზე ბონდო აბაშიძის ჯარიმით დაწინაურდნენ, რომელმაც მე-9 წუთზე მეორე ჯარიმაც გაიტანა. მერე გუნდებმა თითო-თითო გასატანი ჯარიმა გააცუდეს, ზედ შესვენების წინ კი, საბა ნიკოლავამ ერთი ჯარიმა გაქვითა – 3:6.

მეორე ტაიმი კვლავ ქუთაისელების შეტევებით დაიწყო. აბაშიძეს ჯერ ჯარიმა გაუცუდდა, მერე ლელო წინთამაშის გამო გაუქმდა, თუმცა უპირატესობა მე-60 წუთზე ლელოდ ამირან შვანგირაძემ აქცია. გარდასახვა არაზუსტი იყო, ‘ჯიქმა’ მეტოქეს 3-წუთიანი შტურმი მოუწყო და ალექსანდრე მინდიაშვილმა რაქიდან ბურთი ლელოში გადადო, ხოლო ნიკოლავამ გარდასახვით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა.

‘არესმა’ შეძლო ინიციატივის დაბრუნება, 72-ე წუთზე 5-მეტრიანი დერეფნიდან მოკლე ფრთაზე კარგი კომბინაცია გაითამაშა და მიხეილ მასხაშვილმა ალამთან ლელო გაიტანა. გარდასახვა კვლავ არაზუსტი იყო და ‘ჯიქს’ მოგების შანსი დარჩა, თუმცა სტუმრებმა მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირეს და ბადრი დანგაძის ლელომ გორელებს ბონუს-ქულაც წაართვა, დავით გობეჯიშვილმა კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 23:10.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ამირან შვანგირაძე დასახელდა.

rugby.ge

თეგებიდიდი 10
0.145485