ფეხბურთი

11:04 | 23.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

პაპუ გომესი "ატალანტას" ტოვებს და ლა ლიგას უახლოვდება

ბერგამოს „ატალანტას“ კაპიტანი ალეხანდრო (პაპუ) გომესი დიდი ალბათობით კარიერას ესპანეთის ლა ლიგაში გააგრძელებს. იტალიური მედიის ცნობით, 32 წლის არგენტინელით „სევილიაა“ დაინტერესებული და ინფორმაციას მხარეები ადასტურებენ.

გომესს დეკემბერში მთავარ მწვრთნელ ჯან პიერო გასპერინისთან კონფლიქტი მოუვიდა, რის გამოც შემადგენლობაში ვეღარ ხვდება და კლუბის დატოვება უწევს. „ატალანტამ“ თავიდანვე დააფიქსირა პოზიცია, რომ გომესს სხვა იტალიურ გუნდში არ გაუშვებდა.

„სევილიას“ შემთხვევაში კი დაბრკოლება პრაქტიკულად არ არსებობს. მხარეები მოლაპარაკებას აწარმოებენ. საუბარია, რომ გომესი ანდალუზიელებს სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდება და ზაფხულში მისი გამოსასყიდი თანხა 10 მილიონი ევრო იქნება.

პაპუ გომესი „ატალანტაში“ 2014 წლიდან თამაშობს და კლუბის ბოლო დროინდელ წარმატებებში დიდი წვლილი შეიტანა (252 მატჩი, 59 გოლი). მანამდე სამხრეთ ამერიკელს სარანდის „არსენალში“, „სან ლორენსოში“, „კატანიასა“ და ხარკოვის „მეტალისტში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10958