ფეხბურთი

21:36 | 22.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდი: "სპეკულაციას არ ავყვები"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა განაცხადა, რომ სხვების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს მის მომავალთან დაკავშირებით ყურადღებას არ აქცევს. ინგლისელმა სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ "ჩელსის" მთავარი მწვრთნლის როლში ყოფნა დიდ წნეხთანაა დაკავშირებული და ეს კარგად ესმის.

"სოციალურ მედია თუ გადაავლებთ თვალს, ჩემი გათავისუფლების შესახებ ბევრი საუბარი მიმდინარეობს, მაგრამ მე ამას არ ვკითხულობ, სულელი არ ვარ. ვცი რამხელა წნეხია, როდესაც მოწინავე კლუბის მთავარი მწვრთნელი ხარ, მაგრამ მე მხოლოდ ჩემ საქმეს ვაკეთებ, სხვისი მოსაზრებები არ მაინტერესებს." - ციტირებს Sky Sports-ი ლამპარდის სიტყვებს.

"ჩელსიმ" პრემიერლიგაში ბოლო მატჩი "ლესტერთან" სტუმრად 0:2 წააგო. ლონდონელები პრემიერლიგის ცხრილში 29 ქულით მერვე ადგილზე იმყოფებიან და პირველადგილოსან "მანჩესტერ იუნაიტედს" 11 ქულით ჩამორჩებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116434