ფეხბურთი

15:20 | 22.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

არკადიუშ მილიკი ლიგა 1-ში ითამაშებს

პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელი არკადიუშ მილიკი მარსელის „ოლიმპიკში“ გადავიდა. „ნაპოლიმ“ გამოცდილი ფეხბურთელი ფრანგულ გუნდში 2022 წლის ზაფხულამდე გაანათხოვრა.

მილიკი ნეაპოლელთა ერთ-ერთ წამყვანი ფიგურა იყო, მაგრამ გასული ზაფხულიდან მოყოლებული ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო გუნდიდან მოკვეთეს და მიმდინარე სეზონში არ უთამაშია.

მილიკი „ნაპოლიში“ 2016 წლიდან თამაშობდა და 122 მატჩში 48 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე პოლონელი ამსტერდამის „აიაქსის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110675