თამაშგარე

14:26 | 22.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

კოლინ ქრივი ფეხბურთელების ცოლებს არიგებს

უეინ რუნის კაპარჩხანა ცოლი კოლინ ქრივი, როდესაც ინგლისელ მობურთალს ცოლად გაჰყვა, გამუდმებულად დიდ სიყვარულზე, მარადიულ გრძნობებზე და ამგვარ მთრთოლვარე რამე-რუმეებზე საუბრობდა. ახლა კი როცა კოლინი უკვე ზრდასრული ქალია, სამყაროს როგორც ჩანს სულ სხვა თვალით უყურებს.

ამასწინათ, უეინის თანამესაყდრემ ახალგაზრდა ფეხბურთელების სავარაუდოდ ასევე ახალგაზრდა ცოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდა და მათ დიდი გამძლეობა უსურვა. კოლინ ქრივი ამბობს, რომ ქალებისათვის ამგვარი რჩევების მიცემის უფლება და საშუალება მას განვლილმა წლებმა და რთულმა გამოცდილებამ მისცა.

ქრივი პირველყოვლისა იმას ამბობს, რომ ცნობილ ფეხბურთელებს ქალები ბუზებივით ეხევევიან და ყველა დიდ მცდელობაშია მათი ქმრები “გამოიჭიროს“. ხშირად ქალებზე უარს არც მობურთალნი აბობენ და ეს მრავალჯერ გახდარა ოჯახების დანგრევის მიზეზი. როგორც გახსოვთ, ამ კუთხით დიდი სკანდალები იყო რუნების ოჯახშიც, მაგრამ უიენის ცოლმა თავაშვებულ ქალებს თავისი მაინც არ გაატანინა!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.156336