ჩოგბურთი

3:19 | 22.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ჩოგანი სეზონს ადელაიდას ტურნირით დაიწყებს

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ავსტრალიელი ეშლი ბარტი მალე თითქმის ერთწლიან უქმეობას დაასრულებს და ახალ სეზონს, ადელაიდას ტურნირით დაიწყებს. მის გარდა, ამავე ტურნირზე სერენა უილიამსი, სიმონა ჰალეპი, ნაომი ოსაკა, რაფაელ ნადალი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, იანიკ სინერი და დომინიკ თიმი იასპარეზებენ.

ბარტიმ ბოლოს ტურნირზე შარშან თებერვალში ითამაშა. პანდემიის დაწყების შემდეგ კი, 24 წლის ავსტრალიელმა გადაწყვიტა, არც საფრანგეთის ღიაზე დაეცვა ტიტული და აშშ-ის ღიაც გამოეტოვებინა.

„ადელაიდაში ახალი სეზონის პირველი შეხვედრის გამართვას მოუთმენლად ველი. ადელაიდას საერთაშორისო ტურნირიდან შარშან კარგი მოგონებები გამომყვა და მიხარია, რომ ისევ აქ ვბრუნდები“, - განაცხადა ბარტიმ.

ჩოგბურთელი გუშინ ადგილობრივ სუპერმრკეტში ნიღბის გარეშე შენიშნეს, რასაც პრესაში ხმაური მოჰყვა. მისმა მენეჯერმა ჩოგბურთელი გაამრთლა და მომხდარი შეცდომას მიწერა.

ადელაიდას ტურნირი 29 იანვარს დაიწყება. 8 თებერვალს კი სტარტს ავსტრალიის ღია პირველობა აიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114247