ფეხბურთი

0:19 | 22.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

პოლ პოგბა: "ჯერ არაფერი გაგვიკეთებია, მუშაობა უნდა გავაგრძელოთ"

„მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს, მაგრამ პოლ პოგბა მიიჩნევს, რომ ჯერ არაფერი გაუკეთებიათ და წინ დიდი შრომა ელოდებათ.

„ეს საკმარისი არ არის. ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ ტიტულისგან. გალიდერება ადვილი არ იყო და აქ დარჩენა კიდევ უფრო რთული იქნება. ჩვენ ჯერ არაფერი გაგვიკეთებია და მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. „მანჩესტერ იუნაიტედი“ კმაყოფილია სიტუაციით და გვინდა, რომ ასე გაგრძელდეს. თუ ვიფიქრებთ, რომ უკვე მოვიგეთ, მაშინ ეს „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ შეცდომა იქნება“, - თქვა პოგბამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგას 39 ქულით ლიდერობს და თითო ქულით უსწრებს „მანჩესტერ სიტისა“ და „ლესტერ სიტის“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127206