ჩოგბურთი

23:00 | 20.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიის ღია პირველობა: კორონავირუსის შემთხვევები და პრობლემები კარანტინთან დაკავშირებით

ავსტრალიის ღია პირველობის მონაწილე კიდევ ორ ჩოგბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია ვიქტორიას შტატის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებმა დაადასტურეს. გასულ კვირას ერთ-ერთ ჩოგბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა და მას შემდეგ ტურნირთან დაკავშირებით ბევრი მითქმა-მოთქმა დაიწყო.

საბოლოო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა, მათ შორის ერთ-ერთი ჩოგბურთელი არაა, ხოლო მეორე ბორტგამცილებელია. სულ, 1,200 ადამიანი ჩავიდა მელბურნში, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობას უკავშირდება. აღნიშნული დიდი სლემის ტურნირი კი 8 თებერვალს უნდა დაიწყოს.

ვიქტორიას შტატის ჯანდაცვის ოფისის ხელმძღვანელმა ბრეტ სატონმა განაცხადა, რომ ბოლო სამი შემთხვევიდან ორი ჩოგბურთელია, ხოლო ერთი ტურნირი მონაწილე არაა. ამ სამიდან კი ერთი ქალია, ხოლო ორი მამაკაცი. ავსტრალიაში კარანტინთან დაკავშირებული რიგი წესებმა ჩოგბურთელებს შორის გაღიზიანება გამოიწვია. მოთამაშეების ნაწილი სასტუმროებში 24-საათიან კარანტინის რეჟიმზე არიან, ხოლო ნაწილს სხვა პირობები აქვთ.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ მელბურნში ჩაფრენილი სამი თვითმფრინავის მგზავრს კორონავირუსი დაუდასტურდა და 72 ჩოგბურთელს მოუწიათ 24-საათიან კარანტინზე გადასულიყო, რაც ნიშნავს, რომ სასტუმროებიდან ვერ გამოვლენ და თვითიზოლაციაში იქნებიან 14 დღის განმავლობაში. ავსტრალიაში ჩასვლამდე ყველა ჩოგბურთელს კორონავირუსზე ნეგატიური ტესტი უნდა ჰქონდათ. იმ მოთამაშეებს, რომლებსაც არ ქონდათ კავშირი ინფიცირებულებთან, მათ შეუძლიათ დღეში ხუთი საათის განმავლობაში კორტზე ივარჯიშონ.

ტურნირის ხელმძღვანელმა კრეიგ ტილიმ განაცხადა, რომ ასეთი სავარაუდო სიტუაციის შესახებ ჩოგბურთელები ინფორმირებულები იყვნენ, თუმცა მათ სავარაუდოდ სერიოზულად არ მიიღეს სრული კარანტინის შესახებ ინფორმაცია. კრეიგმა ასევე აღნიშნა, რომ 500 ჩოგბურთლი დაეთანხმა ამ პირობებს და ყველა იცოდა, რომ თუ სრულ კარანტინში არ იქნებოდნენ ხუთი საათი შეეძლოთ კორტზე ვარჯიში.

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მხარი დაუჭირა კარანტინის წესების შერბილებას და ასევე პერიოდის შემცირება ისურვა. ამის გამო სერბმა კრიტიკა დაიმსახურა, თუმცა მას მხარი დაუჭირა ნიკ კირიოსმა, რომელმაც გასულ წელს ნოვაკი საგამოფენო ტურნირის გამო გააკრიტიკა. ნიკმა ასევე არ მოიწონა ბერნარდ ტომიჩის და მისი მეგობარი გოგონას კლიპი, სადაც სასტუმროს საკვები დაიწუნეს.

მაშინ როდესაც ჩოგბურთელებს მელბურნში კარანტინთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ, ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი, სერენა უილიამსი და ნაომი ოსაკა ადელაიდაში გადაიყვანეს, სადაც საგამოფენო მატჩს ჩაატარებენ. ავსტრალიის ღია პირველობის ორგზის გამარჯვებული ვიქტორია აზარენკა კი მოუწოდებს მოთამააშეებს "გაგებით მოეკიდონ ადგილობრივი ხელისუფლების შეზღუდვებს".

ამადროულად ესპანელმა ჩოგბბურთელმა რობერტო ბაუტისტა აგუტმა კარანტინს ციხე უწოდა.

"ამ ხალხს წარმოდგენაც არ აქვთ ჩოგბურთზე, სავარჯიშო კორტებზე, არაფერზე. ეს ბოლომდე კატასტროფაა... ავსტრალიის ჩოგბურთის მესვეურები არ აკონტროლებენ ყველაფერს, ეს წესები მთავრობიდან მოდის... ვერ წარმომიდგენია ორი კვირით ასეთ პირობებში დარჩენა."

აღნიშნული კომენტარის შემდეგ ესპანელმა მოთამაშემ თავისი სიტყვების გამო ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი და ავსტრალიის მიერ მიღებული ზომები კორონავისუსის თავიდან ასაცილებლად შესანიშნავია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111449