ფეხბურთი

21:18 | 20.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "აგუერო დაგვაკლდება, იანვარში ტრანსფერს არ განვახორციელებთ"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ სერხიო აგუერო კვალვ თვითიზოლაციაშია, გუნდს არგენტინელი აკლია, მაგრამ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კლუბი არ იაქტიურებს.

""ასტონ ვილასთან" მატჩისთვის აგუერო კვლავ თვითიზოლაციაში იქნება და იგი "ასტონ ვილასთან" მატჩში დაგვაკლდება. იგი კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. მას შეუძლია თამაშის ბედი მარტომ გადაწყვიტოს. როდესაც იგი გვაკლდება ხოლმე, წუწუნს ვიწყებთ, მაგრამ შემდეგ სხვა თავდამსხმელებს ვაძლევთ შანსს. ზამთარში კლუბი არ იაქტიურებს და ტრანსფერს არ განვახორციელებთ. სეზონს ამჟამინდელი შემადგენლობით დავასრულებთ." - ციტირებს Sky Sports-ი გვარდიოლას სიტყვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113859