ფეხბურთი

17:30 | 20.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო" შეკრებაზე თურქეთშია, გუნდიდან სამი ფეხბურთელი წავიდა

საქართველოს ჩემპიონი „დინამო თბილისი“ ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება და შეკრების მეორე ეტაპი დაიწყო. გიორგი ნემსაძის გუნდი უკვე თურთქეთშია, სადაც ქალაქ ბელეკში დაბინავდა.

„დინამო“ თურქეთში 25 ფეხბურთელით გაემგზავრა, რომელთა შორის არ არის ლევან ხარაბაძე. მან მხრის დაზიანება მიიღო და მკურნალობას თბილისში გააგრძელებს. შემადგენლობა კი ასეთია:

როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, ლუკა კუტალაძე, გიორგი პაპავა, ნოდარ იაშვილი, ბაქარ ქარდავა, აკაკი შულაია, დავით კობოური, გიორგი კუცია, ვიქტორ მონხილი, კარლოს კასტრო, ზორან მარუშიჩი, ფილიპ ორშულა, საიმონ ბენიო, ფაბიან სპორკსლეიდი, გიორგი გაბედავა, თორნიკე ახვლედიანი, ლევან წოწონავა, საბა ხვადაგიანი, ჯადული იობაშვილი, ლუკა გაგნიძე, გიორგი მოისწრაფიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ნოდარ ლომინაძე და თორნიკე ძოწენიძე.

„დინამო თბილისი“ პირველ სპარინგს 23 იანვარს, სერბულ „რადნიკთან“ გამართავს. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქური გუნდი სამმა ფეხბურთელმა დატოვა.

დავით სხირტლაძესა და პერნამბუკოს გუნდთან კონტრაქტი ამოეწურათ და „დინამოში“ აღარ ირიცხებიან, ხოლო ირაკლი ბუღრიძე კარიერას გორის „დილაში“ გააგრძელებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124343