ავტოსპორტი

5:00 | 20.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

მონაკო რბოლის ჩასატარებლად მზად იქნება

გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, პანდემიის გამო, მონაკოს, ბაქოს და მონრეალის რბოლები არ ჩატარდეს, მყისიერად გამოეხმაურა ქალაქ-სახელმწიფოს საავტომობილო კლუბი, რომელმაც გამოაცხადა, რომ მონაკოს დიდი პრიზი ჩატარდება.

„გარკვეულ ვებგვერდებზე და სოციალურ მედიაში გავრცელებული ხმები სიმართლეს არ შეესაბამება. მონაკოს საავტომობილო კლუბი ადასტურებს, რომ მონაკოს დიდი პრიზი 20-დან 23 მაისის ჩათვლით გაიმართება“, - ნათქვამია მონაკოს საავტომობილო კლუბის მიერ ტვიტერში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ფორმულა 1-ის გარდა, მონაკოშივე უფრო ადრე, ორი რბოლაც ჩატარდება - ქალაქის ქუჩები 23-25 აპრილს ფორმულა 1-ის კლასიკური ავტომობილების რბოლას, 8 მაისს კი ფორმულა E-ს რბოლას უმასპინძლებს. ამ დღეებში კი მონაკოში სტარტს აიღებს რალის მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის პირველი ეტაპიც მონაკოს შემოგარენში, ხუთშაბათს დაიწყება და კვირას დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122975