ფეხბურთი

23:52 | 19.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

პირლო: "გვინდა დავამტკიცოთ, რომ არ ვართ ისეთი გუნდი, რაც "ინტერთან" გამოჩნდა"

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ იტალიის სუპერთასზე „ნაპოლისთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. 41 წლის სპეციალისტის განცხადებით, დიდი სურვილი აქვთ დაამტკიცონ, რომ „ინტერთან“ ცუდი თამაში შემთხვევითობა იყო.

„ნაპოლი“ ძლიერი გუნდია, ძალიან ტექნიკური, ბურთით კარგად თამაშობს. ჩვენ კი ვცდილობთ, რომ შეტევაში სხვადასხვა მეთოდით ვითამაშოთ. კარში შჩესნი იქნება, ჯიჯის ამდენიმე პრობლემა აქვს, მაგრამ ამის გარეშეც გადაწყვეტილება მიღებული მქონდა. დემირალს რამდენიმე კვირაა პრობლემა აქვს, ახლა რეციდივი ჰქონდა და რამდენიმე დღე იუქმებს. კულუშევსკი ძირითადში? შეიძლება იყოს, ვნახოთ ვინ უკეთ იქნება ხვალ.

„ინტერთან“ თამაშის შემდეგ დიდი მოტივაცია გვაქვს, რათა დავამტკიცოთ, რომ არ ვართ ისეთი გუნდი, რაც სამი დღის წინ გამოჩნდა. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ეს ვაჩვენოთ. გაგვიმართლა, რომ დაუყოვნებლივ გვიწევს თამაში. ზედიზედ 9 წელი შემთხვევით ვერ გაიმარჯვებ. შეიძლება ზოგჯერ დაბნეული თამაში ვაჩვენოთ, მაგრამ ეს ჩვენს ამბიციებს არ ცვლის. მე ამ ტიპის ზეწოლას მიჩვეული ვარ, ვწუხვარ ფეხბურთელების, განსაკუთრებით ახალგაზრდა მოთამაშეების გამო, რომლებსაც ზედმეტად აკრიტიკებენ. მირჩევნია, რომ შეტევა ჩემზე მოხდეს“, - თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 20 იანვარს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება. თუ ტურინელები მოიგებენ, ანდრეა პირლოსთვის სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131928