ფეხბურთი

18:34 | 19.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" ლაზარე კუპატაძე დაიმატა

საქართველოს ნაკრების მეკარე ლაზარე კუპატაძე კარიერას „დინამო ბათუმში“ გააგრძელებს. ამის შესახებ აჭარული გუნდის ვებგვერდი იტყობინება.

კუპატაძე „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია, სადაც გასულ სეზონშიც თამაშობდა, ხოლო გარდა ამისა, თბილისის „ლოკომოტივსა“ და ლუქსემბურგის „იუნესში“ უთამაშია.

ლაზარე კუპატაძე ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრებში მუდმივად ხვდებოდა, თუმცა ჯერ სადებიუტო მატჩი არ ჩაუტარებია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112534