ფეხბურთი

11:52 | 19.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალაბამ „რეალთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა

მიუნხენის „ბაიერნის“ 28 წლის ავსტრიელმა მცველმა, დავიდ ალაბამ, მადრიდის „რეალთან“ ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ოღონდ „სამეფო კლუბში“ მომავალ ზაფხულს გადავა, როცა თავისუფალი აგენტი გახდება- გვამცნობს Marca.

ალაბას კონტრაქტი მიუნხენელებთან 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, ამიტომ 1 იანვრიდან უკვე მიიღო სხვა კლუბებთან მოლაპარაკების უფლება. ამით მყის ისარგებლა „რეალმა“ და ავსტრიელს ოთხწლიანი ხელშეკრულება გაუფორმა, რომლის მიხედვითაც ის წელიწადში ჯამაგირად 11 მილიონ ევროს მიიღებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ალაბამ უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება „რეალის“ ექიმთან.

0.130229