ფეხბურთი

0:35 | 19.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი: "ლივერპულში" დარჩენა მსურს, მაგრამ ეს კლუბზეა დამოკიდებული"

მოჰამედ სალაჰს „ლივერპულის“ დატოვება არ სურს. როგორც ეგვიპტელმა შემტევმა განაცხადა, მას „ენფილდზე“ დარჩენა დიდი ხნით უნდა, მაგრამ ყველაფერი კლუბზეა დამოკიდებული.

„მსურს, რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე აქ, მაგრამ როგორც ადრე ვთქვი, ყველაფერი კლუბის ხელშია. ამ გუნდში ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები, რომ რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო. ასევე მინდა, 100%-ით დავიხარჯო იმ ხალხის გულისთვის, ვინც სიყვარულს მაჩვენებს“, - თქვა სალაჰმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ხშირად იწერებოდა იმის შესახებ, თითქოს სალაჰს „ლივერპულის“ დატოვება სურდა. ეგვიპტელმა „წითლების“ რიგებში 2017 წლიდან 177 მატჩში 111 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.097333