ისტორია

9:48 | 18.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

18 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1954 – დაიბადა ალექსანდრე ანპილოგოვი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და თბილისის ”ბურევესტნიკის” ხელბურთელი. ხელბურთში მეცადინეობა დაიწყო 1970 წლიდან. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1976 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. მონრეალის ოლიმპიადის სახელბურთო ტურნირის მსვლელობისას, ანპილოგოვმა ჩაატარა 6 მატჩი, გაიტანა 13 გოლი (იაპონისთან 5, კანადასთან 2, იუგოსლავიასთან ერთი, დანიასთან 3, რუმინეთთან 2). მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. ექვს შეხვედრაში გაიტანა 29 გოლი (შვეიცარიასთან 4, ქუვეითთან 11, ალჟირთან 3, რუმინეთთან 4, იუგოსლავიასთან 2, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან 5), რაც საბჭოთა გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ალექსანდრე ანპილოგოვმა 1982 წელს მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი. 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელია. 1975 წელს, ალექსანდრე ანპილოგოვმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1895 – ამსტერდამში დაარსდა საფეხბურთო კლუბი AFC (ამსტერდამის საფეხბურთო კლუბი). ეს გუნდი ”აიაქსის” ”წინაპრად” ითვლება. თავად ამსტერდამის ”აიაქსი” კი, ოფიციალურად 1900 წლის 18 მარტს დაარსდა.

1938 – ბეისბოლისტთა ეროვნული ლიგის მოთამაშე (პიტჩერი), გროვერ კლივლენდ ალექსანდერი ”დიდების დარბაზში” შეიყვანეს.

1948 – მანჩესტერის ”მეინ როუდის” სტადიონზე, ინგლისის პირველი დივიზიონის მატჩზე დასწრების რეკორდი დამყარდა. ”მანჩესტერ იუნაიტედისა” და ლონდონის ”არსენალის” დაპირისპირებას თვალი 82 950 მაყურებელმა მიადევნა. ”მენიუს” სარბიელი ”ოლდ ტრაფორდი”, მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელთა დაბომბვების გამო, დაზიანებული იყო და თამაში ”სიტის” მშობლიურ არენაზე ჩატარდა.

1951 – ამერიკული ფეხბურთის ეროვნულ ლიგაში (NFL) პასის წინ გაკეთება აიკრძალა.

1958 – ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) რეგულარული პირველობის მატჩში, პირველად გამოჩნდა შავკანიანი მოთამაშე. ”ბოსტონ ბრუინზმა”, თავის რიგებში უილიამ ო’რი ათამაშა.

1962 – ჩილეს საფეხბურთო მსოფლიოს ჩემპიონატის კენჭისყრის წინ, გამოცხადდა, რომ მომდევნო მუნდიალიდან, რომელიმე ნაკრებში თამაშის უფლება მხოლოდ იმ მოთამაშეს მიეცემოდა, რომელსაც ადრე სხვა ქვეყნის ეროვნულ გუნდში არ ჰქონდა ნათამაშები.

1967 – ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ”ყველა ვარსკვლავის” რიგით მეოცე შეხვედრა გაიმართა. ”მონრეალ კანადიენსმა”, ”ყველა ვარსკვლავის” ნაკრებს 3:0 მოუგო. მატჩი მონრეალში ჩატარდა.

1970 – ნორვეგიელმა მოციგურავე, ჰასე ბიორესმა, 500 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (38.9).

1971 – ივან კოლოფმა, სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოჭიდავეთა შორის, ბრუნო სამარტინო დაამარცხა და WWF ასოციაციის ვერსიით, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1973 – ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ ”ნიუ იორკ აილენდერზმა”, რეგულარულ პირველობაზე ზედიზედ 12 მატჩიანი წაგებების მწკრივი შეწყვიტა.

1983 – საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, ჯიმ ტორპს ოლიმპიური ოქროს მედალი 70 წლის შემდეგ დაუბრუნა. ტორპი ბეისბოლისტი იყო და ჯილდო მას შემდეგ ჩამოართვეს, რაც გაცხადდა, რომ მან, ჰონორარის სახით 25 დოლარი აიღო. ამის გამო, სოკ-მა იგი პროფესიონალ სპორტსმენად ჩათვალა და მედალიც ჩამოართვა.

1984 – ჰოკეის ეროვნული ლიგის მატჩებში, ”ნიუ იორკ აილენდერზის” მოთამაშეებმა 80-ე ჰეთ-თრიკი შეასრულეს. იმ დღეს, ნიუ იორკელთაგან სამ-სამი შაიბა კროლმა და ბოსიმ გაიტანეს.

1991 – ჩოგბურთელთა შორის ავსტრალიის ღია პირველობაზე, ყველაზე ხანგრძლივი მატჩი გაიმართა. გერმანელი ბორის ბეკერი და იტალიელი ომარ კამპორეზე, ურთიერთობას ხუთი საათისა და 11 წუთის განმავლობაში არკვევდნენ.

1997 – ჰოკეის ეროვნული ლიგის ”ყველა ვარსკვლავის” რიგით 47-ე მატჩში, აღმოსავლეთმა დასავლეთს 11:7 მოუგო. მატჩი სან ხოსეში ჩატარდა.

1998 – ჰოკეის ეროვნული ლიგის ”ყველა ვარსკვლავის” რიგით 48-ე მატჩში, North America-მ World-ს 8:7 მოუგო. მატჩი კანადის ქალაქ ვანკუვერში ჩატარდა.

2002 – უკრაინული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, კლუბის მთავარ მწვრთნელად უცხოელი სპეციალისტი დაინიშნა. დონეცკის “შახტარი” იტალიელმა ნევიო სკალამ ჩაიბარა.

2005 – დსთ-ს ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, საქართველოს წარმომადგენელმა ”თბილისმა”, ყირგიზეთის ”დორდოი-დინამოსთან” 2:2 ითამაშა და ტურნირს გამოეთიშა.

2006 – თბილისის “დინამომ”, თანამეგობრობის თასი უსახელოდ დაასრულა. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, საქართველოს ჩემპიონმა ესტონურ tvmk-ს ვერ მოუგო.

2006 – აშშ-ს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მოთამაშე, კრისტინ ლელიმ, ეროვნულ გუნდში 300-ე შეხვედრა ჩაატარა.

2008 – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში, “თბილავიამშენმა” რუსთავის “ენერჯი-ინვესტს” 80:78 მოუგო.

2013 – „ტურ დე ფრანსის“ შვიდგზის ჩემპიონმა და მერე ტიტულებჩამორთმეულმა ლენს არმსტრონგმა დოპინგის ხმარება აღიარა. ეს მოხდა ოპრა უინფრის ცნობილ ტელე-შოუში.

ამ დღეს დაიბადნენ

1905 – ენრიკე ბალიესტერო. ურუგვაის ნაკრების მეკარე. მსოფლიოს 1930 წლის ჩემპიონი.

1908 – კარლო რეგუცონი. “ბოლონიას” რეკორდსმენი. გუნდის შემადგენლობაში, სერია A-ში ჩაატარა 359 მატჩი, გაიტანა 141 გოლი.

1912 – რენ გაბრიელსი. ბელგიელი ბილიარდისტი. მოპოვებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონატის შვიდი ოქროს მედალი. გაბრიელსი ევროპის ცხრაგზის ჩემპიონია.

1919 – ანტონ ტურეკი. გერმანელი მეკარე. მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონი.

1921 – ბრუს ვუდკოკი. სახელგანთქმული ინგლისელი მოკრივე. ინგლისის, ბრიტანული თანამეგობრობისა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი.

1923 – დიულა სილადი. უნგრული ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორი. 390 მატჩში, გაიტანა 313 გოლი.

1925 – როეპი კრუიზე. ჰოლანდიელი ბალახის ჰოკეისტი. ლონდონის 1948 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი, ხოლო ჰელსინკის 1952 წლის თამაშებზე – ვერცხლის.

1927 – ვერნერ ლიბრიხი. გერმანელი მცველი. მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონი.

1928 – ალექსანდრ გომელსკი. საბჭოთა საკალათბურთო მწვრთნელი. სათავეში ედგა საკავშირო ნაკრებს, მოსკოვის ცსკა-ს, რიგის სკა-ს. გომელსკის მეთაურობით, სეულის 1988 წლის ოლიმპიადაზე, საკავშირო ნაკრებმა ფინალში იუგოსლავიას მოუგო და თამაშების ჩემპიონი გახდა. სანაკრებო დონეზე, ალექსანდრ გომელსკის მოგებული აქვს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები. მისი მეთაურობით, მოსკოველმა და რიგელმა არმიელებმა არაერთხელ მოიპოვეს საკავშირო ჩემპიონატების ჩემპიონობა და ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი. ალექსანდრ გომელსკი 2007 წელს გარდაიცვალა.

1940 – ალექსანდ ალმეტოვი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის ცსკა-ს ჰოკეისტი. ალმეტოვი ზამთრის ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს, ევროპისა და საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონია.

1943 – ვლადიმირ ფედოტოვი. საბჭოთა ფეხბურთელი. მოსკოვის ცსკას რეკორდსმენი ჩატარებულ მატჩთა რაოდენობით (381). ამ შეხვედრებში გაიტანა 92 გოლი. მოთამაშეობისას მოპოვებული აქვს საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა, მწვრთნელობისას კი, 1981 წელს, როსტოვის სკას მოაპოვებინა საკავშირო თასი.

1950 – დინო მენეგინი. ლეგენდარული იტალიელი კალათბურთელი (206 სმ). 1980 წლის ოლიმპიადის ფინალისტი. ევროპის 1983 წლის პირველობის ჩემპიონი. იტალიის 12-გზის ჩემპიონი. 7-ჯერ ფლობდა ევროპის ჩემპიონთა თასს. 14 სეზონი (1966-80) ასპარეზობდა “ვარესეში”, ასპარეზობდა “მილანსა” და “ტრიესტაში”. კარიერის განმავლობაში ჩაატარა 836 მატჩი, გააკეთა 8 560 ქულა.

1951 – რენატო ძაკარელი. 1970-80-იან წლებში “ტორინოს” ნახევარმცველი. 1986 წელს, იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

1952 – ვიმ რიისბერგენი. ჰოლანდიის ნაკრებისა და “ფეიენოორდის” მცველი. 1974 და 1978 წლების მუნდიალების ფინალისტი. ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (1976). “ფეიენოორდთან” ერთად მოგებული აქვს უეფას თასი (1974).

1954 – ალექსანდრე ანპილოგოვი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და თბილისის ”ბურევესტნიკის” ხელბურთელი. ხელბურთში მეცადინეობა დაიწყო 1970 წლიდან. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1976 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. მონრეალის ოლიმპიადის სახელბურთო ტურნირის მსვლელობისას ანპილოგოვმა ჩაატარა 6 მატჩი, გაიტანა 13 გოლი (იაპონისთან 5, კანადასთან 2, იუგოსლავიასთან ერთი, დანიასთან 3, რუმინეთთან 2). მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. ექვს შეხვედრაში გაიტანა 29 გოლი (შვეიცარიასთან 4, ქუვეითთან 11, ალჟირთან 3, რუმინეთთან 4, იუგოსლავიასთან 2, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან 5), რაც საბჭოთა გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ალექსანდრე ანპილოგოვმა 1982 წელს მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი. 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელია. 1975 წელს, ალექსანდრე ანპილოგოვმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.

1955 – მეიბლ ფერგერსონი. ამერიკელი მძლეოსანი. 400 მეტრზე ესტაფეტით რბენაში მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1955 – ტიბორ ნილაში. უნგრელი ფორვარდი. მსოფლიოს 2 ჩემპიონატის მონაწილე (1978, 1982). უნგრეთის ორგზის და ავსტრიის სამგზის ჩემპიონი. 1980 და 1981 წლებში დაასახელეს უნგრეთის საუკეთესო ფეხბურთელად.

1958 – ბერნარ ჟენგინი. 1970-80-იან წლებში საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი. უბადლოდ ასრულებდა საჯარიმო დარტყმებს.

1958 – ლარი სმიტი. 13 სეზონის განმავლობაში (1980-93) იცავდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბების, ”გოლდენ სთეით უორიორზის”, ”ჰიუსტონ როკითსისა” და ”სან ანტონიო სპერზის” ღირსებას. 1980 წელს, NBA-ში, ფარიდან ბურთის მოხსნის რაოდენობით, საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა.

1961 – პიტერ ბერდსლი. 1980-90-იან წლებში ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 59 მატჩი, გაიტანა 9 გოლი. ინგლისის პირველ დივიზიონში ჩააატრა 658 შეხვედრა, გაიტანა 208 მატჩი.

1961 – მარკ მესიე. ”დიდი კაპიტნის” მეტსახელით ცნობილი კანადელი ჰოკეისტი. 1979 წლიდან თამაშობს ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბებში ”ედმონტონ ოილერზი”, ”ნიუ იორკ რეინჯერსი” და ”ვანკუვერ კანაკსი”. ”სტენლის თასი” მოპოვებული აქვს ექვსჯერ (1984, 1985, 1987, 1988, 1990 და 1994). მარკ მესიემ თხუთმეტჯერ ითამაშა NHL-ის ”ყველა ვარსკვლავის” მატჩში და ამ მაჩვენებლით, მხოლოდ გორდი ჰოუს, რეი ბურკსა და უეინ გრეცკის ჩამორჩება. 2006 წლის 12 იანვარს, მესიე ჰოკეიდან საზეიმოდ გააცილეს. იმ დღეს, 1994 წლის ”სტენლის თასის” მფლობელის, ”ნიუ იორკ რეინჯერსის” შემადგენლობა ”ედმონტონ ოილერზს” დაუპირისპირდა.

1962 – დევიდ ო’კონორი. დიდი ბრიტანელი ცხენოსანი. ატლანტის 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი.

1964 – ჯენი ჰოლიდეი. ავსტრალიელი სოფტბოლისტი. ატლანტის 1996 წლის ოლიპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

1967 – ივან სამორანო. ჩილეს ნაკრების, “კობრესალის”, “კობრეანდინოს”, “სენტ გალენის”, “სევილიას”, მადრიდის “რეალის”, “ინტერის”, “ამერიკას” და “კოლო კოლოს” ფორვარდი. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის მონაწილე. 2000 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ჩილეს ნაკრების 69 შეხვედრაში, გაიტანა 34 გოლი. ჩილეს, ესპანეთისა და მექსიკის ჩემპიონი. ესპანეთის თასისა და სუპერთასის მფლობელი. “ინტერის” შემადგენლობაში მოგებული აქვს უეფას თასი.

1971 – ხოსეპ გვარდიოლა. ესპანეთის ნაკრებისა და “ბარსელონას” ნახევარმცველი. კატალონელებთან ერთად მოგებული აქვს ჩემპიონთა თასი (1992), თასების თასი (1997), ესპანეთის ჩემპიონობა (1991, 1992, 1993, 19994, 1998, 1999) და თასი (1997, 1998). ხოსეპ გვარდიოლა 1992 წელს გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ესპანეთის ნაკრების 47 შეხვედრაში, გაიტანა 5 გოლი. კატალონიის ნაკრებში ჩაატარა 5 მატჩი. ხოსეპ გვარდიოლა ამჟამად, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელია და 2009 წელს, გუნდთან ერთად მოიპოვა 6 (ესპანეთის ჩემპიონობა და თასი, ესპანეთისა და ევროპის სუპერთასები, ჩემპიონთა ლიგის თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი) ტიტული. გვარდიოლამ 2010 da 2011 წლებში, “ბარსელონა” კვლავ გახადა ესპანეთის ჩემპიონი, 2011-ში კატალონელებს ჩემპიონთა ლიგის თასი კიდევ ერთხელ მოაპოვებინა.

1976 – მარსელო გალიარდო. 1990-2000-იან წლებში არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი. 1996 წელს მოიპოვა ლიბერტადორესის თასი. 2000 წელს, აღიარეს საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელად.

1979 – რუსლან ფედოტენკო. რუსეთის ჰოკეისტთა ნაკრებისა და NHL-ის კლუბ ”ტამპა ბეი ლაითნინგის” მარჯვენა გარემარბი.

ამ დღეს გარდაიცვალა

1967 – 57 წლის ასაკში გარდაიცვალა ბარნი როსი. საშუალო წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივთა შორის, 1934 წელს, ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს.

0.120121