ფეხბურთი

23:11 | 17.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რეალში" 1-წლიანი უგოლო სერიის შემდეგ იოვიჩმა "აინტრახტში" დუბლი შეასრულა

ლუკა იოვიჩმა მადრიდის „რეალს“ თავი დააღწია, ფრანკფურტის „აინტრახტში“ დაბრუნდა და პირველივე შეხვედრაში დუბლი შეასრულა! სერბი „შალკესთან“ მატჩში მინდორზე 62-ე წუთზე შევიდა, როცა ანგარიში 1:1 იყო და გმირი გახდა.

იოვიჩმა ჯერ 72-ე წუთზე და შემდეგ მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე გაიტანა და ფრანფკურტელებს გამარჯვება მოაპოვებინა (3:1).

შედარებისთვის, ლუკა იოვიჩს „რეალის“ რიგებში ბოლოს გოლი 2020 წლის 9 თებერვალს („ოსასუნასთან“) ჰქონდა გატანილი, „აინტრახტში“ კი საწყისი ნახევარი საათი იკმარა დუბლისთვის...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124906