ფეხბურთი

19:59 | 17.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

არტური: "მესი თუ რონალდუ? ჩემი გუნდის კაპიტანი რონალდუ იქნებოდა"

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი არტურ მელო ერთ-ერთია, ვისაც ლიონელ მესისთან თამაშის გამოცდილებაც აქვს და კრიშტიანუ რონალდუსთანაც. ამიტომაც, ბრაზილიელს, ორივეს ლიდერის თვისებების შედარება და მათ შორის კაპიტნის არჩევა სთხოვეს.

„ლიდერის თვისებებს ყველა თავისებურად გამოხატავს. მესი ამას ჟესტებით აკეთებს, ბევრს ეს არ ესმის, მაგრამ ის გამოხატავს მოედანზე ბურთის მიღებით, გოლის გატანის, კარში დარტყმისა და თამაშის მოგების სურვილით და ამას ხედავ. რონალდუ უფრო ხელებით და საუბრით გამოხატავს, ის გასახდელშიც ხელმისაწვდომია. ყველასთან აქვს ურთიერთობა და ყველას ესაუბრება. ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობთ და ალბათ ამიტომ უფრო გვესმის ერთმანეთის. ერთად ყავის დასალევად არ დავდივართ, მაგრამ კარგი ურთიერთობა გვაქვს.

რომელს ავირჩევდი კაპიტნად? რთულია. ორივეს შეუძლია თამაშში 5 გოლის გატანა, ორივე დიდებული ლიდერია, მაგრამ რონალდუს ავირჩევ, რადგან ერთ გუნდში ვთამაშობთ“, - თქვა არტურმა.

შეგახსენებთ, არტური „იუვენტუსს“ გასულ ზაფხულს სწორედ „ბარსელონადან“ შეუერთდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129723