ფეხბურთი

12:17 | 17.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიში" კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

იტალიური „ნაპოლის“ ფეხბურთელ ფაბიან რუისს კორონავირუსი დაუდასტურდა. „ფიორენტინასთან“ მატჩის წინ ნეაპოლურ გუნდში ტესტირება ჩატარდა და ესპანელის შემთხვევაში დადებითი პასუხი დაფიქსირდა.

რუისი თვითიზოლაციაში გადავიდა და „ნაპოლის“ უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება. ბუნებრივია, ის თვითიზოლაციაში იქამდე დარჩება, სანამ ვირუსს არ დაამარცხებს. ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თავს კარგად გრძნობს.

აქვე გეტყვით, რომ კორონავირუსით „ნაპოლის“ კიდევ ერთი ფეხბურთელი, ვიქტორ ოსიმენია ინფიცირებული.

0.118469