კალათბურთი

1:35 | 17.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი "ტენერიფეს" გამარჯვებაში 9 ქულით დაეხმარა

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-20 ტურში გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფე“ ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიას“ ესტუმრა და მორიგი გამარჯვება ადვილად, 21-ქულიანი სხვაობით მოიპოვა - 108:87.

ქართველი ცენტრი ამჯერად მოედანზე საუკეთესო არ ყოფილა და ამისთვის დროც არ მისცემია საკმარისი. გიორგიმ მხოლოდ 12:38 წუთი ითამაშა, 9 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 6-დან 4 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 11-ს გაუტოლდა. „გრან კანარიას“ რიგებში ბექა ბურჯანაძეს არ უთამაშია.

„იბეროსტარ ტენერიფეს“ 19 თამაშში 15 გამარჯვებით და 4 მარცხით მესამე ადგილი უკავია, ხოლო მომდევნო ტურში 24 იანვარს, „მანრესას“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება. „გრან კანარია“ 7 მოგებით და 12 წაგებით მე-12 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას კი 23 იანვარს, „ფუნელაბრადასთან“ ჩაატარებს.

0.120987