საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა საფრანგეთის ლიგა 2-ის გუნდ „ვალენსიანის“ რიგებში ითამაშებს. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
ქართველმა ფეხბურთელმა ფრანგულ გუნდთან კონტრაქტი ზაფხულამდე გააფორმა და 6-ნომრიანი მაისური მოირგო.
შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავა ბოლოს ყაზახური „ტობოლის“ ღირსებას იცავდა, სადაც გასულ სეზონში 19 შეხვედრაში 1 გოლის გატანა მოახერხა. კანკავას საფრანგეთში თამაშის გამოცდილება აქვს და 2015-2017 წლებში "რეიმსში" თამაშობდა, საქართველოს ნაკრებში კი მის ანგარიშზე 93 მატჩში 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.