ფეხბურთი

15:33 | 15.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბრუნო ფერნანდეში პრემიერლიგაში ისევ საუკეთესოდ დაასახელეს და რეკორდსმენიც გახდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში პრემიერლიგის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და პორტუგალიელმა რეკორდიც დაამყარა.

2020 წელს ბრუნო ოთხჯერ დასახელდა პრემიერლიგის თვის საუკეთესო მოთამაშედ და ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ოთხჯერ გამარჯვება მანამდე არავის მოუპოვებია.

26 წლის პორტუგალიელმა დეკემბერში დამიან მარტინესს, ბენ მის, ჯონ სტოუნსს, ტომაშ სოუჩეკს, ანვარ ელ-გაზის, მოჰამედ სალაჰსა და მარკუს რაშფორდს აჯობა.

0.112363