ძიუდო

12:01 | 15.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ძიუდოისტები სამშობლოში დაბრუნდნენ

ქართველი ძიუდოისტები ყატარის დედაქალაქ დოჰაში წარმატებული ასპარეზობის შემდგომ სამშობლოში დაბრუნდნენ. სპორტსმენებს აეროპორტში გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლი მოიპოვა. უმაღლესი კატეგორიის სინჯის მედალები - 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა, 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ვარლამ ლიპარტელიანმა მოიპოვეს.

ვერცხლის მედალს ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლებს ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ლაშა ბექაური (90 კგ) დაეუფლნენ.

აქვე გეტყვით, რომ საქართველომ 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. ტატო გრიგალაშვილი კი საუკეთესო ვაჟ ძიუდოისტად დასახელდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115318