ფეხბურთი

10:25 | 15.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

Sovsport: "მამარდაშვილი სანამ იაფია, რუსულმა კლუბებმა ყურადღება უნდა მიაქციონ"

თბილისის „ლოკომოტივისა“ და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ცოტა ხნის წინ უეფამ იმ 50 ფეხბურთელს შორის დაასახელა, რომლებმაც შეიძლება 2021 წელს მაღალ დონეზე ითამაშონ.

რუსულმა გამოცემა Sovsport-მა კი ამ 50 ფეხბურთელს შორის ის 6 გამოარჩია, რომლებიც პოსტსაბჭოთა სივრცეს წარმოადგენენ. ერთ-ერთი გიორგია და მის შესახებ დაწერეს:

„რუს ქომაგებს ის სექტემბერში ეყოლებათ ნანახი, როდესაც „დინამო“ „ლოკომოტივს“ შეხვდა და სამარცხვინოდ დამარცხდა. მაშინ მოსკოველები ბევრს ეცადნენ, მაგრამ გოლი მხოლოდ პენალტიდან გაიტანეს და ისიც ბოლო წუთზე. თამაშის შემდეგ ორდეცმა თქვა: „ასეთი თამაშით ევროპის ნებისმიერ გუნდში გაიყიდება“.

ამის შემდეგ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეკარემ „გრანადასთან“ გაიბრწყინა, როდესაც 7 სეივი ჰქონდა, მაგრამ გოლის არგასაშვებად ეს საკმარისი არ გამოდგა. რუსულმა კლუბებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელს, მითუმეტეს, რომ ახლა მისი ფასი მხოლოდ 500 ათასი ევროა“, - წერია Sovsport-ის სტატიაში.

შეგახსენებთ, 20 წლის მეკარემ გასულ სეზონში 15 თამაში ჩაატარა, 11 ეროვნულ ლიგაში, 1 საქართველოს თასზე და 3 ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. სწორედ ევროტურნირებზე რუმინულ "კრაიოვასთან", მოსკოვის "დინამოსთან" და ესპანურ "გრანადასთან" დიდებულად ითამაშა. გიორგი ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მეკარედ დასახელდა და სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115676