ავტოსპორტი

4:22 | 15.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბენავიდესი დაკარზე გამარჯვებასთან ახლოსაა

არგენტინელ მოტომრბოლ კევინ ბენავიდესს რეალური შანსი გაუჩნდა იმისა, რომ დაკარის რალი პირველად მოიგოს. დღევანდელი, მე-11 ეტაპის შემდეგ, ეს ამ მიზანს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. ავტომობილების კლასში კი ფრანგ სტეფან პეტერანსელს რალი-მარათონის მე-14 ტიტულის მოპოვების რეალური შანსი აქვს.

დღევანდლ რბოლაში ხელი მოეცარა ჯერაც მოქმედ ჩემპიონს, ამერიკელ რიკი ბრაბეკს, ვინც ბენავიდესთან 6 წუთი წააგო და შარშანდელი მიღწევის გამეორების შანსი თითქმის დაკარგა. უფრო მეტიც, მას ბრიტანელმა სემ სანდერლენდმა გადაასწრო, რომელმაც ეტაპი მოიგო და ახლა ლიდრს 4 წუთით და 12 წამით ჩამორჩება. ბრაბეკმ მესამეზე გადაინაცვლა და ლიდრთან 7 წუთზე მეტს აგებს.

„დღეს ვიცოდი, რომ გამარჯვების ერთ-ერთი ბოლო შანსი მქონდა და ყველაფერი გავიღე, რაც შემეძლო. ფინიშამდე 60 კილომეტრით ადრე, წყალი გამომელია და აქედან მოყოლებული, დიუნებში რბოლა ჯოჯოხეთად იქცა. ნავიგაციაში რამდენიმე შეცდომა დავუშვი, მაგრამ არაუშავს“, - ნარბოლევს განაცხადა სანდერლენდმა, ვინც მიმდინარე დაკარზე პირველად შეძლო ეტაპის მოგება.

ბრაბეკს ხელი იმ გარემოებამ შეუშალა, რომ წინა ეტაპი მოიგო და ამის გამო, სტარტი პირველმა აიღო. ეს კი არასახარბიელო პოზიციაა იმისთვის, რომ მოგებისთვის ებრძოლა. თუმცა დაკარის პირველი ამერიკელი ჩემპიონი ფარ-ხმალს არ ყრის და ბოლომდე ბრძოლას აპირებს.

ავტომობილების კლასში, ნასერ ალ-ატიამ მეხუთედ შეძლო ეტაპის მოგება. მაგრამ პეტერანსელთან ჩამორჩენა მხოლოდ 2 წუთით შეამცირა. იმის მიუხედავად, რომ მარათონის მოგების მინიმალური შანსი რჩება, ალ-ატია მაინც კმაყოფილია და ბოლო ეტაპზე, ბოლო შანსის გამოყენებას აპირებს.

0.10996