ფეხბურთი

1:03 | 15.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" ფრანგი ნახევარმცველის ტრანსფერი შეათანხმა

იტალიური „მილანი“ „ტორინოს“ ნახევარმცველ სუალიო მეიტეს იმატებს. ტრანსფერი გადაწყვეტილია და 27 წლის ფრანგი ფეხბურთელი პარასკევს მილანში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კონტრაქტს გააფორმებს.

ტრანსფერის ღირებულება მთლიანობაში 10 მილიონ ევროს შეადგენს. მეიტე სეზონის ბოლომდე „მილანში“ იჯარით გადავა, რისი ფასიც ნახევარი მილიონი ევროა, გამოსყიდვის უფლების საფასური 8 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო ბონუსი 1.5 მილიონ ევროს.

სუალიო მეიტე „ოსერის“ აკადემიის აღზრდილია, შემდეგ „ლილში", „ზულტე ვარეგემში“, „მონაკოსა“ და „ბორდოში“ ითამაშა, ხოლო 2018 წლიდან „ტორინოს“ ღირსებას იცავდა. ტურინულ გუნდში მეიტემ 94 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114938