ძიუდო

12:16 | 14.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტატო გრიგალაშვილი დოჰას მასტერსის საუკეთესო ძიუდოისტად დასახელდა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ტატო გრიგალაშვილი დოჰას მასტერსის საუკეთესო ვაჟ ძიუდოისტად დაასახელა. ქართველმა 81 კგ წონით კატეგორიაში დიდებულად და ტრიუმფალურად იასპარეზა და ყატარის დედაქალაქში ოქროს მედალს დაეუფლა.

ტატო პირველი წრისგან თავისუფალი იყო, ხოლო მეორე ეტაპზე უნგრელი ატილა უნგვარი დაამარცხა, რასაც იტალიელ ანტონიო ესპოზიტოსთან გამარჯვება მოჰყვა. მეოთხედფინალში გრიგალაშვილის მეტოქე რუსი ალან ხუბეცოვი გახლდათ და ჩვენებურმა შანსი მასაც არ მისცა, ნახევარფინლაში კი სამხრეთ კორეელ ლი სეუნგოს დამარცხება შეძლო. ფინალში ტატოს მეტოქე ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტი გახლდათ და დამაჯერებლად, იპონით იმარჯვა.

აქვე გეტყვით, რომ საქართველომ 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. გრიგალაშვილის დარად ოქროს მედალი ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) მოიგო, ვერცხლს ბექა ღვინიაშვილი (90 კგ),ხოლო ბრინჯაოს მედლებს ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და ლაშა ბექაური (90 კგ) დაეუფლნენ.

0.102403