ავტოსპორტი

3:38 | 14.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოტოციკლების ლიდერი დაკარს გამოეთიშა

დაკარის რბოლას, მოტოციკლების კლასის ლიდერი, ჩილელი ხოსე იგნასიო კორნეხო ფლორიმო გამოეთიშა. მისი წარუმატებლობის წყალობით, რალი რეიდის შარშან მოგებული ტიტულის შენარჩუნების შანსი გაუჩნდა ამერიკელ რიკი ბრაბეკს, რომელმაც ზედიზედ მეორე ეტაპი მოიგო და კლასიფიკაციაში მეორეზე გადაინაცვლა. ავტომობილების კლასში კი წინ ისევ ფრანგი სტეფან პეტერანსელია, ვინც კვლავ ფრთხილ რბოლაზე აკეთებს აქცენტს და მოგებულიც რჩება.

ბრაბეკი დაკარის ისტორიაში, პირველი ამერიკელი ჩემპიონია. ის ახლა უკვე მხოლოდ 51 წამით ჩამორჩება არგენტინელ თანაგუნდელ კევინ ბენავიდესს. მიმდინარე მარათონზე 2 ეტაპია დარჩენილი. ბრაბეკი რბოლის მეორე კვირას განსაკუთრებით ძლიერად ატარებს დასვენების დღის შემდეგ, უკვე მეორედ მოიგო ეტაპი. არადა, დისტანციის ნაწილი მან გაცვეთილი საბურავებით გაიარა.

მე-10 ეტაპის წინ, კორნეხო ფლორიმოს უახლოეს მდევართან 11-წუთიანი უპირატესობა ჰქონდა. 342-კილომეტრიანი მარშრუტის 252-ე კილომეტრზე ის დაეცა. ჩილელმა გზის გაგრძელება შეძლო და ფინიშსაც მიღწია, მაგრამ სამედიცინო შემოწმებამ ტვინის შერყევის ნიშნები დაუდგინა, რის გამოც, რბოლას ვერ გააგრძელებს.

ავტომობილების კლასში, მე-10 ეტაპი საუდელმა იაზიდ ალ რაჯიმ მოიგო, რომელმაც 2 წუთით და 4 წამით აჯობა მერეზე გასულ ყატარელ ნასერ ალ-ატიას. პეტერანსელი მესამე ადგილს დასჯერდა და მაინც, ის საერთო ჩათვლაში 17 წუთს უგებს მეორეზე მყოფ ალ-ატიას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115894