ავტოსპორტი

2:32 | 14.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესი“ მანქანებს შავ ფერში დატოვებს

ლუის ჰამილტონს „მერსედსის“ ფ1-ის გუნდთან ჯერ ახალი კონტრაქტი არ გაუფორმებია, თუმცა ცნობილია, რომ მისი სარბოლო ავტოომობილი კვლავ შავ ფერში გაფორმდება.

გასულ სეზონში, ჰამილტონმა გერმანული კომპანიის ხელმძღვანელობას მოუწოდა, რომ სარბოლო ავტომობილები, ტრადიციული ვერცხლისფერის ნაცვლად, შავ ფერებში გამოეწყოთ, რაც სიმბოლურად, რასიზმის საწინააღმდეგო აქცია იქნებოდა. მსოფლიოს აწ უკვე შვიდგზის ჩემპიონმა ამაზე თანხმობა მიიღო. უფრო მეტიც, „მერსედესი“ ახალი სეზონისთვისაც იმავე ფერის დატოვებას აპირებს.

ჰამილტონს, ვისაც 36 წელი გასულ კვირაში შეუსრულდა, „მერსედესთან“ კონტრაქტი 31 დეკემბერს დაუმთავრდა და ამჟამად თავისუფალი აგენტია. წინა კონტრაქტით, ის სეზონში 40 მილიონ სტერლინგს იღებდა. ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება გაჭიანურდა. ამასობაში კი ბრიტანელს რაინდის საპატიო წოდება მიენიჭა.

„მერსედესში“ დარწმუნებულები არიან, რომ ჰამილტონთან კონტრაქტს გააგრძელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკების მთავარი თემა, კონტრაქტის ხანგრძლივობაა. არაოფიციალური ინფორმაციით, სამქიმიანები ჰამილტონს ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობენ. მას კი უფრო ხანგრძლივი კონტრაქტი სურს.

„გასულ შვიდ სეზონში იმდენად წარმატებულები ვიყავით, რომ ვერ ვხედავ მიზეზს, ეს რატომ არ უნდა გავაგრძელოთ. ის საუკეთესო ფორმაშია და ასე იქნბა გარკვეულ დროს. ესაა მთავარი მიზეზი, რის გამოც, მასთან კონტრაქტის გაგრძელება გვსურს. მოლაპარაკება ყოველთვის რთულია. კოვიდ-მაც ხელი შეგვიშალა. მაგრამ ჩვენ არ ვშიშობთ, რომ არ გამოგვივა. ადრე თუ გვიან, ხელშეკრულება უნდა გავაფორმოთ. ბოლო ვადა იმ დრეს დადგება, როცა ტესტები უნდა დავიწყოთ“, - ამბობს „მერსედესის“ შეფი ტოტო ვოლფი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11292