ფეხბურთი

1:34 | 13.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიში" შესაძლოა ავრაამ გრანტი დაბრუნდეს

ლონდონის „ჩელსიში“ შესაძლოა ავრაამ გრანტი დაბრუნდეს. Sky Sports-ის ინფორმაციით, ინგლისური გუნდის ხელმძღვანელობა ფრენკ ლამპარდის მუშაობით შეშფოთებულია და მის გათავისუფლებას განიხილავს.

როგორც გამოცემა იტყობინება, გრანტის კანდიდატურას რომან აბრამოვიჩი განიხილავს. აღსანიშნავია, რომ ის „ჩელსის“ 2007-2008 წლების სეზონში ავარჯიშებდა და გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა (ისტორიაში პირველად).

ავრაამ გრანტს არაერთ გუნდში უმუშავია, მათ შორის, „პორტსმუთში“, „ჰაპოელსა“ და „მაკაბიში“. ასევე იყო ინდოეთისა და ტაილანდის გუნდებში.

რაც შეეხება „ჩელსის“, პრემიერლიგაში 26 ქულით მეცხრე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133216