ფეხბურთი

20:44 | 12.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა შერგელაშვილმა "დინამო ბათუმი" დატოვა

საქართველოს ვიცე-ჩემპიონის, „დინამო ბათუმის“ რიგები ლაშა შერგელაშვილმა დატოვა. აჭარული გუნდი ფეხბურთელს გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის.

შერგელაშვილი „დინამო ბათუმს“ 2020 წლის ზაფხულში შეუერთდა და ეროვნულ ლიგაში 5 თამაში ჩაატარა. სად გააგრძელებს 28 წლის მცველი კარიერას, ამ ეტაპზე უცნობია.

ლაშა შერგელაშვილს სხვადასხვა დროს ბერძნულ „იანინაში“, ლატვიურ „რიგასში“, „სამტრედიაში“, „დინამო თბილისსა“ და ქუთაისის „ტორპედოში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113407