ფეხბურთი

18:26 | 12.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ მზადაა კილიან მბაპე გაყიდოს

ფრანგული „პარი სენ ჟერმენი“ მზადაა კილიან მბაპეს თაობაზე მიღებული წინადადებები განიხილოს და ფეხბურთელს გუნდის დატოვების უფლბა მისცეს. As-ის ინფორმაციით, პარიზელთა მთავარ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოს გუნდში ლიონელ მესისა და სერხიო აგუეროს დამატება სურს.

შესაბამისად, ამ ფეხბურთელების დასამატებლად საჭიროა სახელფასო ბიუჯეტის შემცირება, რათა სამართლიანი ფინანსური თამაში არ დაირღვეს.

მბაპეს გარდა, შეიძლება ნეიმარსაც მოუწიოს გუნდის დატოვება, რადგან მასაც ძალზე მაღალი ანაზღაურება აქვს. რაც შეეხება 22 წლის ფრანგ შემტევს, მის მიმართ ყველაზე რეალურ ინტერესს მადრიდის „რეალი“ იჩენს და ესპანური გრანდი მისთვის ბრძოლაში ფავორიტია. ნეიმარის შემთხვევაში კი ფავორიტი „ბარსელონაა“.

შეგახსენებთ, კილიან მბაპე პსჟ-ს 2017 წლის ზაფხულში „მონაკოდან“ შეუერთდა და გუნდის ლიდერად უმალვე იქცა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123286