ფეხბურთი

15:03 | 12.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

იოზილმა ორი ქვეყანა დაასახელა, სადაც თამაში სურს

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა, გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა. კერძოდ, გაუმხილა, სად აპირებს კარიერის გაგრძელებას.

„კიდევ ვითამაშებ „არსენალთან“ კონტრაქტის დამთავრების შემდეგ? რა თქმა უნდა. ორი ქვეყანა არსებობს სადაც პენსიაზე გასვლამდე მინდა ძალების მოსინჯვა თურქეთი და აშშ. თუ თურქეთში წავედი, მხოლოდ „ფენერბახჩეში“ ვითამაშებ“ - დაწერა მან ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

სავარაუდოდ, იოზილი „ფენერბახჩესთან“ 2023 წლამდე გააფორმებს კონტრაქტს, ერთი სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით. „არსენალის“ ხელმძღვანელობა ასეთი გარიგების წინააღმდეგი არ არის.

„მეთოფეებთან“ კონტრაქტის ვადა იოზილს წლეულს ივნისში ეწურება.

0.118479