ფეხბურთი

14:15 | 12.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ეს ბიჭი მსოფლიოს დაიპყრობს“ - ფერდინანდმა მანჩესტერის ახალწვეული რონალდუს შეადარა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მოთამაშემ, ამჟამად კი საფეხბურთო ექსპერტმა, რიო ფერდინანდმა, თავისი აზრი გამოთქვა კლუბის ახალწვეულის, ამადა დანილო ტრაორეს შესახებ.

„თუ მის ვიდეოებს ნახავთ და დაელაპარაკებით ადამიანებს, ვინც ტრანსფერზე მუშაობდა, ცხადი ხდება, რომ ეს ბიჭი მსოფლიოს დაიპყრობს. „მანჩესტერსში“ მიაჩნიათ, რომ დიდი ტალანტი აღმოაჩინეს.

არ მინდა ამადა კრიშტიანუსთან მსგავსებით დავამძიმო, მაგრამ როცა რონალდუს ვყიდულობდით, მას ხომ პორტუგალიის გარეთ არავინ იცნობდა. ამ მხრივ ტრაორე ჰგავს კრიშტიანუს. თუ სწორად გამოიყენებს თავის შესაძლებლობებს, ის სუპერვარსკვლავი გახდება“ - ციტირებს ფერდინანდის სიტყვებს Goal.com.

ტრაორე „მანჩესტერში“ „ატალანტადან“ გადავიდა. მხარეები ჯერ კიდევ გასულ ოქტომბერს შეთანხმდნენ, სატრანსფერო წვრილმანები კი ახლა დაასრულეს. ბრიტანული მედია აღნიშნავს, რომ მანკუნიანელებმა ადამაში 25 მილიონი ევრო უკვე გადაიხადეს, კიდევ 15-ს კი ბონუსის სახით დაუმატებენ.

0.150935