ფეხბურთი

13:29 | 12.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

IFFHS-მა მესი ათწლეულის საუკეთესო გამთამაშებლად დაასახელა

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS), ბოლო ათწლეულის საუკეთესო გამთამაშებელი დაასახელა.

ფლეიმეიკერის ნომინაციაში ყველას „ბარსელონას“ კაპიტანმა, ლიონელ მესიმ აჯობა. მეორე ადგილზე მისი ყოფილი თანაგუნდელი, ანდრეს ინიესტა გავიდა, მესამეზე - მადრიდის ხორვატი ვარსკვლავი ლუკა მოდრიჩი.

ათეული კი ასეთია: 1. ლიონელ მესი, 2. ანდრეს ინიესტა, 3. ლუკა მოდრიჩი, 4. კევინ დე ბრუინი, 5. ტონი კროოსი, 6. ედენ აზარი, 7. ნეიმარი, 8. მესუთ იოზილი, 9. ანდრეა პირლო, 10. იაია ტურე.

0.124135