სხვა

3:12 | 12.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

მაკგრეგორი პუარიეს 60 წამში ნოკაუტით ემუქრება

კონორ მაკგრეგორი ოქტაგონს 2020 წლის იანვრის შემდეგ პირველად უბრუნდება. 23 იანვარს ის UFC 257-ზე ჯასტინ პუარიეს აბუ დაბიში დაუპირისპირდება. ხანგრძლივი უქმეობის მიუხედავად, ირლანდიელი მებრძოლი მეტოქეს ემუქრება, რომ იმაზე სწრაფად აგემებს ნოკაუტს, ვიდრე ეს მათს პირველ დაპირისპირებაში მოახერხა.

„ის კარგი მებრძოლია. უფრო მეტიც, დიდებული მებრძოლი. მაგრამ ეს მაინც ნიშნავს, რომ ჩემზე დაბალ დონეზეა. მე დასტინს 60 წამში ნოკაუტით მოვუგებ“, - ამბობს მაკგრეგორი ბრძოლის სარეკლამო კლიპში.

მათი პირველი შეხვედრა 2014 წლის 27 სექტემბერს, UFC 178-ს შოუზე შედგა. მაშინ ირლანდიელმა მებრძოლმა მოსაგებად ორ წუთზე ნაკლები იმყოფინა.

0.14194