ფეხბურთი

23:17 | 11.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: "45 წელია ასეთი გაუბედურებული სტადიონი არ მინახავს"

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა ნიქოზიის „ოლიმპიაკოსთან“ (3:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა და მოედნის საფარის მდგომარეობით უკმაყოფილო დარჩა.

მოგეხსენებათ, ამ მატჩში გოლის გატანა გიორგი ქვილითაიამაც მოახერხა, ქეცბაიას კომენტარი კი ასეთია:

„ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს, რადგან რთული თამაში მოვიგეთ. არა მარტო „ოლიმპიაკოსისთვის“, რომელიც კარგი გუნდია, არამედ იმიტომ, რომ გაუბედურებულ სტადიონზე ვთამაშობთ. ამდენი წლის განმავლობაში ვთამაშობდი და არასდროს მინახავს ასეთი ვითარება მინდორზე, ყველაზე უარესი იყო, რაც ჩემი ფეხბურთში ყოფნის 45 წლის განმავლობაში ვნახე“, - თქვა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, „ანორთოსისს“ 19 ტურის თავზე 30 ქულით მეოთხე ადგილი უკავია და ლიდერ „აპოლონს“ 3 ქულით ჩამორჩება, თუმცა თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული. მომდევნო ტურში თემურ ქეცბაიას გუნდი 16 იანვარს, „ნეა სალამინას“ დაუპირისპირდება.

0.149529