ჩოგბურთი

16:23 | 11.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ანტალიის ტურნირს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ანტალიის საერთაშორის ტურნირს მეოთხედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა. 2021 წელი ნიკოლოზმა კარგად დაიწყო, მიჯრით ორი შეხვედრა მოიგო, მაგრამ რეიტინგის 23-ე ნომერ, ალექს დე მინორთან ვერაფერს გახდა.

ბასილაშვილმა სეტის მოუგებლად საათსა და 15 წუთში. პირველი სეტი ავსტრალიელმა ძალიან ადვილად 6:2 მოიგო, შედარებით ბრძოლა იყო მეორე სეტში, მაგრამ გამარჯვება ისევ დე მინორს დარჩა - 6:4. ქართველმა 2 ეისი შეასრულა (1 მეტოქემ) და ორივე ჩოგბურთელმა 3-3 ორმაგი შეცდომა დაუშვეს.

ამრიგად, ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ანტალიის საერთაშორისო ტურნირი მეოთხედფინალურ სტადიაზე დასრულდა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა 11-მატჩიანი წაგებების სერია სწორედ ანტალიაში დაასრულა, ეს ტურნირი მაინც აქტივში უნდა შევუტანოთ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - ალექს დე მინორი 0:2 (2:6, 4:6)

0.1445