ფეხბურთი

12:55 | 10.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

მიხაილოვიჩი: "სერია A-ში, XXI საუკუნეში, კარტოფილის მოედანზე ვითამაშეთ, ეს სირცხვილია"

„ბოლონიას“ მთავარი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი სერია A-ს მე-17 ტურში „ჯენოასთან“ მარცხმა (0:2) გააბრაზა და გენუის სტადიონის მოედნის საფარი დაიწუნა. სერბი სპეციალისტის განცხადებით, ეს კარტოფილის მოედანი იყო.

„საბაბს არ ვეძებ, მაგრამ კარტოფილის მოედანზე ვითამაშეთ, რამაც დაგვაზარალა. ეს ყველასთვის სირცხვილია! სერია A-ში და 21-ე საუკუნეში ვართ. არ ვიცი, როგორ მოვახერხეთ ამ მატჩის წაგება, თითქმის შეუძლებელი იყო. არ ვიმსახურებდით და არ ველოდი, მაგრამ ეს მოხდა. ორი დარტყმიდან ორი გოლი გაგვიტანეს. ახლა პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და წინ ვიაროთ, 40 ქულა გვჭირდება ადგილის შესანარჩუნებლად“, - თქვა მიხაილოვიჩმა.

შეგახსენებთ, „ბოლონიას“ სერია A-ში 8-მატჩიანი მოუგებელი სერია (5 ფრე, 3 წაგება) აქვს და სატურნირო ცხრილში 17 ქულით მე-12 ადგილზეა.

0.109947