ფეხბურთი

2:47 | 10.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" "იუვენტუსთან" მარცხი უმტკივნეულოდ დაივიწყა

„მილანმა“ „იუვენტუსთან“ მარცხის დავიწყება და გადატანა როგორც ჩანს უმტკივნეულოდ მოახერხა და ისევ გამარჯვებიიის გემო გაიხსენა. იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში „როსონერიმ“ შინ მეორე ტურინული გუნდი, „ტორინო“ მიიღო და გასავარდ ზონაში მყოფ მეტოქეს ადვილად გაუმკლავდა.

„მილანმა“ პირველივე ტაიმში გადაწყვიტა მატჩის ბედი და ძალების მაქსიმალური დაზოგვით შეძლო მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვება. რაფაელ ლეაომ და ფრანკ კესიმ სალვატორე სირიგუს კარში ორი უპასუხო გოლი გაიტანეს. „მილანმა“ 40 ქულას მოუყარა თავი და ამ ტურის შემდეგაც ნამდვილად ლიდერის პოზიციაზე იქნება, ოღონდ საკითხავია როგორი უპირატესობით. კვირას „ინტერი“ „რომას“ ესტუმრება, „იუვენტუსი“ „სასუოლოს“ დაუხვდება.

„მილანი“ თუ ლიდერობას ინარჩუნებს, ბერგამოს „ატალანტა“ ფორმაში შევიდა და ახლა მისი გაჩერება ნებისმიერ მეტოქეს გაუჭირდება. ჯან პიერო გასპერინის გუნდმა „ბენევენტოს“ მისსავე მოედანზე 4:1 მარტივად და ლამაზი გოლებით აჯობა. ლომბარდიელებს 31 ქულა აქვთ და მეოთხე ადგილს იკავებენ. შაბათს კიდევ ერთი მატჩი გაიმართა, რომელშიც „ჯენოამ“ „ბოლონიას“ 2:0 მოუგო და გასავარდ ზონას როგორც იქნა თავი დააღწია.

„მილანი“ – „ტორინო“ 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 ლეაო (25), 2:0 კესი (36, პენ)

„ბენევენტო“ – „ატალანტა“ 1:4 (0:1)

გოლები: 0:1 ილიჩიჩი (30), 1:1 საუ (50), 1:2 ტოლოი (69), 1:3 ძაპატა (71), 1:4 მურიელი (86)

„ჯენოა“ – „ბოლონია“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ზაიჩი (44), 2:0 დესტრო (55)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110115