ფეხბურთი

12:10 | 9.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივმა" თურქულ შეკრებაზე ამხანაგური მატჩები დაგეგმა

თბილისის „ლოკომოტივმა“ 2021 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი თბილისში შეიკრიბა და საწვრთნელი პროცესი დაიწყო. დედაქალაქური გუნდი 31 იანვრის ჩათვლით საქართველოში მოემზადება და ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს.

17 იანვარს „ლოკომოტივი“ „გარეჯს“, 24 იანვარს „საბურთალოს“, ხოლო 31 იანვარს „დინამო ბათუმს“ დაუპირისპირდება.

2 თებერვლიდან „ლოკო“ თურქეთის ქალაქ ბელეკში გაემგზავრება, სადაც ორკვირიან შეკრებას გაივლის ბუნებრივია სპარინგმატჩებსაც გამართავს:

5 თებერვალი: „ლოკომოტივი“ - „შახტარი“ (უკრაინა)

9 თებერვალი: „ლოკომოტივი“ – „დესნა“ (უკრაინა)

10 თებერვალი: „ლოკომოტივი“ - „როტორი“ (რუსეთი)

12 თებერვალი: „ლოკომოტივი“ – „უფა“ (რუსეთი)

16 თებერვალი: „ლოკომოტივი“ - „ტორპედო ჟოდინო“ (ბელარუსი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119943