ფეხბურთი

19:09 | 8.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" "ლოკომოტივის" ნახევარმცველი ინათხოვრა

თბილისის „საბურთალომ“ თბილისის „ლოკომოტივიდან“ ნახევარმცველი თორნიკე ძებნიაური დაიმატა. ახალგაზრდა ფეხბურთელი საბურთალოელთა ღირსებას 2021 წლის ბოლომდე იჯარის წესით დაიცავს.

ძებნიაური „ლოკომოტივის“ აღზრდილია და გასულ სეზონში მან ეროვნულ ლიგაში 10 მატჩი ჩაატარა გოლი კი არ გაუტანია.

2018 წლიდან 21 წლის ფეხბურთელმა „ლოკომოტივის“ მაისურით 58 თამაშში თავის გამოჩენა ერთხელ მოახერხა.

0.127405