ფეხბურთი

22:04 | 7.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

პაოკ-მა ნინუას "ანორთოსისში" იჯარით გაშვებაზე უარი თქვა

ფამაგუსტას „ანორთოსისი“ ნიკა ნინუას დამატებას ვერ შეძლებს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, პაოკ-ის სპორტულმა დირექტორმა ოლაფ რებემ კვიპროსელებს აცნობა, რომ ტრანსფერი არ შედგება.

სალონიკელთა მთავარმა მწვრთნელმა პაბლო გარსიამ ქართველი ნახევარმცველის გაშვება არ ისურვა და თქვა, რომ ის შანსს მიიღებს. არადა, კლუბები შეთანხმებულნი იყვნენ და მხოლოდ ურუგვაელი მწვრთნელის დასტური იყო საჭირო. ამრიგად, თემურ ქეცბაია გუნდს კიდევ ერთი ქართველი ნახევარმცველით ვერ გააძლიერებს.

ნინუა პაოკ-ს ზაფხულში „დინამო თბილისიდან“ შეუერთდა და სალონიკელთა რიგებში ჩატარებულ ხუთ შეხვედრაში ერთი გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101713