ფეხბურთი

14:51 | 7.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

მალდინების დინასტიის მე-1000 მატჩი სერია A-ში

სერია A-ს მე-16 ტურის შეხვედრა „მილანსა“ და „იუვენტუსს“ შორის (1:3), განსაკუთრებული გამოდგა მალდინების საფეხბურთო დინასტიისთვის.

81-ე წუთზე მინდორზე „როსონერის“ ჭაბუკი თავდამსხმელი, დანიელ მალდინი გავიდა. ამ დროს „მილანი“ უკვე 1:3 აგებდა და ახალშესულმა მდგომარეობა ვერ გამოასწორა, მაგრამ სტატისტიკური პორტალის, Opta-ს ინფორმაციით, ეს მე-1000 მატჩი გამოდგა მალდინების დინასტიისთვის იტალიის ჩემპიონატში. მოგეხსენებათ, დანიელი პაოლო მალდინის ვაჟი და ჩეზარე მალდინის შვილიშვილია.

პორტალის ცნობით, ამ სამეულიდან ყველაზე მეტჯერ შავ-წითელი მაისურა პაოლომ მოირგო (647), ჩეზარემ 347-ჯერ, დანიელმა კი ჯერ მხოლოდ ექვსჯერ.

ჩეზარე „მილანის“ ღირსებას 1954-66 წლებში იცავდა, პაოლო - 1984-2009-ში, დანიელმა კი მთავარ გუნდში პირველად შარშან ითამაშა.

0.117691