ავტოსპორტი

15:32 | 7.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალ-ატიამ დაკარზე ზედიზედ მესამე ეტაპი მოიგო

იმ დროს, როცა მოტოციკლების კლასში, დაკარის რალი მარათონს ლიდერი ყოველდღე ეცვლება, ავტომობილების კლასში წინ კვლავ ფრანგი სტეფან პეტერანსელია. არადა უკვე ზედიზედ მესამე ეტაპია, გამრჯვებას არავის უთმობს ყატარელი ნასერ ალ-ატია.

მეოთხე ეტაპზე მან სწორედ მისტერ დაკარს მოუგო, ოღონდ მხოლოდ 11 წამით. ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა დაკარის სამხრეთაფრიკელმა დებიუტანტმა ჰენკ ლატიგენი.

„ადრეულ ეტაპებზე დიდი სხვაობით მოგება ძნელია, თუმცა რა თქმა უნდა, ამითაც კმაყოფილი ვარ“, - განაცხადა ალ-ატიამ, ვისაც დაკარის რბოლა სამჯერ აქვს მოგებული. პრესტიჟული მარათონის 13-გზის ჩემპიონ პეტერანსელს ის კვლავ 5 წუთზე მეტით ჩამორჩება.

ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა დაკარის მოქმედმა ჩემპიონმა კარლოს საინსმა. ესპანლს წინ ეტაპზე პრობლემები ჰქონდა და ლიდერებს ჩამორჩა. ამჟამად კი კლასიფიკაციაში მეხუთე ადგილი უკავია. ის პეტერანსელს 36 წუთზე მეტით ჩამორჩება.

ლიდერთან 48 წუთზე მეტს აგებს და მეოთხე ადგილზეა რალიში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი სებასტიან ლოები, ვინც მეოთხე ეტაპი მეოთხე შედეგით დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114866