კალათბურთი

1:50 | 7.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის სუპერმატჩი და "ტენერიფეს" 30-ქულიანი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში გიორგი შერმადინის "იბეროსტარ ტენერიფემ“ იტალიურ „დინამო სასარის“ უმასპინძლა და 30-ქულიანი სხვაობით, 115:85 დაამარცხა, რითაც იტალიაში განცდილი მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო.

ცხადია, ესპანელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ განსაკუთრებით დიდი შესვენების შემდეგ და მთლიანობაში გამარჯვება მარტივად მოიპოვეს.

რა თქმა უნდა, გიორგი შერმადინი საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა 19:51 წუთში 19 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 9-დან 8 ორქულიანი (88.9%) და 3-დან 3 საჯარიმო (100%) ჩააგდო, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო და მატჩის MVP გახდა.

„იბეროსტარ ტენერიფეს“ A ჯგუფში 4 გამარჯვებით და 1 მარცხით პირველი ადგილი უკავია და მომდევნო ტურის მატჩს 20 იანვარს, სტუმრად „ბაკენთან“ გამართავს.

0.151687