ფეხბურთი

11:11 | 6.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო: "პსჟ ევროპის ერთ-ერთი ტოპკლუბია და მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა"

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ მისი გუნდის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, რადგან ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია და პსჟ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.

„ჩემპიონთა ლიგა ჩვენი მიზანია, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურინირი. ჩემპიონთა ლიგა ერთ თვეში გველოდება და „ბარსელონასთან“ მატჩისთვის მზად ვიქნებით. მანამდე დაგვიბრუნდებიან ტრავმირებულები და ადაპტაციას გავივლი.

პსჟ ევროპაში ერთ-ერთი ტოპკლუბია. „ტოტენჰემთან“ შედარება რთულია, რადგან ეს ორი კლუბი ძალიან განსხვავდება. საოცარი მოგონებები მაქვს ლონდონდთან, მაგრამ ახლა კონცენტრირებული პსჟ-ზე ვარ“, - თქვა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, მაურისიო პოჩეტინო პსჟ-ში 2001-2003 წლებში თამაშობდა. მან გუნდთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმა და დებიუტი დღეს, „სენტ ეტიენთან“ ექნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11112