ფეხბურთი

1:29 | 6.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტის" ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი გარდაიცვალა

„მანჩესტერ სიტის“ ლეგენდარული ფეხბურთელი კოლინ ბელი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ქალაქელთა“ ვებგვერდი იტყობინება.

ბელი „მანჩესტერ სიტის“ გულშემატკივართა ვერსიით კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდ ფეხბურთელადაა აღიარებული.

ის „სიტიში“ 1966-1979 წლებში თამაშობდა და 394 მატჩში 117 გოლის გატანა მოახერხა. კოლინმა ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 1968-1975 წლებში 48-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარში 9 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116734