ფეხბურთი

20:15 | 5.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსში" კორონავირუსით ინფიცირებული ფეხბურთელების რაოდენობა გაიზარდა

იტალიის მოქმედი ჩემპიონი „იუვენტუსი“ იტალიის სერია A-ს მე-16 ტურის მატჩს „მილანთან“ საკადრო პრობლემებით ხვდება.

„ბებერ ქალბატონს“ კორონავირუსის გამო ხუან კუადრადო გამოაკლდა. კოლუმბიელ ფეხბურთელს ვირუსი უსიმპტომოდ აღენიშნება და თვითიზოლაციაში გადავიდა. ცხადია, ხვალინდელ მატჩში ვერ ითამაშებს და ისიც უცნობია როდის დაუბრუნდება მოედანს.

„იუვენტუსს“ ასევე კორონავირუსის გამო გუშინ კიდევ ერთი ფლანგის მოთამაშე, ალექს სანდრო გამოაკლდა.

შეგახსენებეთ, „იუვენტუსი“ „მილანს“ 6 იანვარს დაუპირისპირდება და თამაში თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108535