ფეხბურთი

14:38 | 5.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

რამოსი და მესი „პარი სენ-ჟერმენში“?

„რეალის“ კაპიტნის, სერხიო რამოსის კონტრაქტის საკითხი სულ უფრო ბუნდოვანი ხდება. Chiringuito de Jugones-ის ცნობით, ფეხბურთელი კლუბის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს ესაუბრა და უთხრა, რომ მას „პარი სენ-ჟერმენი“ დაუკავშირდა. პარიზელები ახალ, ძლიერ გუნდს ქმნიან და გამორიცხული არ არის, ესპანელთან ერთად „ბარსელონას“ მთავარვარსკვლავი, ლიონელ მესიც მიიწვიონ.

ფრანგული მედიაც წერს, რომ პარიზული კლუბის მფლობელებს ძალიან ამბიციური პროექტი აქვთ, ახალი მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო ახალ გუნდს შექმნის და არა-ერთ სუპერვარსკვლავს დაიმატებს.

რამოსი „რეალთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს, რადგან პარიზელები უფრო სარფიან ხელშეკრულებას სთავაზობენ. როგორც ჩანს, „რეალის“ ხელმძღვანელობაც წინააღმდეგი არ იქნება რამოსის წასვლისა.

0.115265